იტალიაში ბოლო კვირის მანძილზე კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი შემცირებულია

0
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 534 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის საერთო მსხვერპლმა ქვეყანაში 24 648-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 2 729 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რიცხვი 183 957-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ იტალიაში კორონავირუსისგან 51 600 ადამიანი განიკურნა. ბოლო კვირის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლისა და დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. იტალია, ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
0