აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა არ ხანგრძლივდება

0
კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალაში იყო 28 მარტიდან 20 აპრილამდე. "საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 20 აპრილამდე გაგრძელდა არ გახანგრძლივდება. 21 აპრილიდან გაუქმდება გაგრისა და გალის რაიონების ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვები და ასევე კომენდანტის საათიც"- განაცხადა მოსახლეობის საკოორდინაციო შტაბის კოორდინატორმა რაულ ლოლუამ. ”სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები - სასადილოები, რესტორნები, კაფეები - დახურულია. ასევე დახურულია ტურისტული ობიექტები, სასტუმროები და ა.შ "- ლოლუამ. ამის მიუხედავად ზოგიერთი შეზღუდვა 1 მაისამდე დარჩა ძალაში, ასევე, 4 მაისამდე, აფხაზეთში სკოლები, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები არ იმუშავებს. ამჟამად აფხაზეთში კორონავირუსის სამი შემთხვევაა მხოლოდ დაფიქსირებული
#კორონავირუსი
#შეზღუდვები
#SokhumiDaily
0