0
**თუ იმ მაღალი მწვერვალის ძირში შენ ბორცვი მაინც იყავი - ის მწვერვალი შენით დაწყებულა. **თუ შენს მეზობელს ჭრაქიც არ უნთია, შენ ჭაღს ნუ ააბრიალებ. **თუ შენს გარშემო ყველა იცინის, თუ შენც არ გაიცინებ, უნდა გაიღიმო მაინც. მაგრამ თუ ყველა ტირის და არ ტირი, თვალებზე ხელი აიფარე. **კურდღელი ყველას საკბილოა, კურდღლისა კი არავინ და ამისთანა უსამართლობას მაინც არ გაუბოროტებია. **მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს. **ნუ ვიცით: მე ეს ვქენი მე ის ვქენი, ეს გავაკეთე და ის გავაკეთეო! თუ შენს მეტს არავის დაუნახავს, რა გალაპარაკებს და თუ სხვამაც იცის - ის იტყვის. ოტია იოსელიანი
0