ფეხბურთელები, რომლებსაც ტაში მოწინააღმდეგის პუბლიკამ მიაგება

0
დღეს წარმოგიდგენთ 3 ფეხბურთელს, რომელთაც ოვაციები მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებისგან დაიმსახურეს! რონალდო: „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „რეალი“ 4:3 (2002-2003 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა) ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „რეალის“ მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო თამაში „ოლდ ტრაფორდზე“ „წითელ ეშმაკებთან“ ჩაატარა. 2002-2003 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საკუთარ გუნდს, რომელსაც სახლში 3:1 ჰქონდა მოგებული, ნახევარფინალში გაუძღვა. დამარცხებულ მასპინძლებს არ ჰქონიათ პრობლემა, რომ მეტოქე ფეხზე წამომდგარი ტაშით დაეფასებინათ. დიეგო მარადონა: „რეალი“ – „ბარსელონა“ 2:2 (1982-1983 წლების სეზონი, ესპანეთის თასი) „რეალის“ გულშემატკივართა ნაწილი ფეხზე წამოდგა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დიეგო მარადონასთვის ტაში მიეგებებინათ, რას შემდეგ, რაც არგენტინელმა დაუვიწყარი გოლი გაიტანა. 1983 წელს, კოპა დელ რეის პირველ მატჩში არგენტინელმა დუბლი შეასრულა, მაგრამ „რეალმა“ ჩამორჩენა აღმოფხვრა და თამაში ფრედ დასრულდა. რონალდინიო: „რეალი“ – „ბარსელონა“ 0:3 (2005-2006 წლების სეზონი, ლა ლიგა) „ბარსელონამ“ 2005-2006 წლების სეზონში „ელ კლასიკო“ მადრიდში 3:0 მოიგო. შოუს მთავარი გმირი რონალდინიო იყო, რომელმაც ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რის შედეგადაც, მადრიდული პუბლიკისგან დამსახურებული ტაში მიიღო.
0