მოსკოვის “ლოკომოტივ-კაზანკას” ოფიციალური გვერდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

0
გუნდის 22 წლის ფეხბურთელი, ინოკენტი სამოხვალოვი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მცველი ინდივიდუალურად ემზადებოდა, რის დროსაც გულის შეტევა მიიღო. სამოხვალოვი, რომელიც მოსკოვის “ლოკომოტივის” აღზრდილია, რუსეთის მე-3 ლიგის გუნდში თამაშობდა. მას რუსეთის U15 ნაკრებში უთამაშია.
0