ცხოვრების ჩვეული წესის დასაბრუნებლად ალბათ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება - იმნაძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=141960 ცხოვრების ჩვეული წესის დასაბრუნებლად, ალბათ, ერთი წელი მაინც დაგვჭირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა მოქალაქეებს დიდხანს მოუწევთ ისეთ ტრადიციებზე უარის თქმა, როგორიცაა საოჯახო თუ მეგობრული თავყრილობები. „კოვიდ 19“-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევაზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. ეს არის მაგალითად, ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობების ჩვევა. მოგვიწევს ამას საკმაო ხნით გადავეჩვიოთ. ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რასაკვირველია, გაიხსნება, ამუშავდება ნელ-ნელა. ქვეყანა რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ვერ იქნება, როგორც დღეს არის. მთავრობის მიერ გაცხადდა, რომ რაღაცები მოიხსნება, მაგრამ რასაკვირველია, დარჩება გარკვეული შეზღუდვები. იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით „კოვიდ 19“-თან ცხოვრებას. რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, ერთი წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინამდე უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედი პრეპარატი გამოჩნდება. „ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეიძლება, ზაფხულშიც მოხდეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
0