საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

0
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 411 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5015 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573.
#კორონავირუსი
#პანდემია
#გარდაცვლილი
#tbilisidaily
0