კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თსსუ- ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო

0
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან იყო. პაციენტი სუნთქვის მწავევე უკმარისობით შემოიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. , , ჩვენთან აპარატურულ სუნთქვაზე იყო უკვე კარგა ხანია. ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 აპარატზეა. სამი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ასეთი სახის გართულება ახასიათებს ძირითადად კორონავირუსს. ძალიან ბერვი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, თუმცა შედეგი ვერ დადგა კარგი. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო 2 კვირის განმავლობაში“, - განაცახადა ტურძელაძემ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#გარდაცვლილი
#tbilisidaily
0