22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება

0
?დედამიწის დღე პირველად 50 წლის წინ, 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა. ინიციატორი, ამერიკელი სენატორი, გეოლორდ ნელსონი იყო, ეს იდეა მას სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრის შემდეგ გაუჩნდა. ეს იყო უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა, შედეგად დაბინძურდა ოკეანე, დაიხოცა უამრავი წყლის ბინადარი. სენატორის ამ ინიციატივას, პირველივე წელს 20 მილიონი ადამიანი შეუერთდა, გადაწყდა, რომ ღონისძიება ყოველწლიურად ჩატარდებოდა, 1990 წელს, დედამიწის დღის აღნიშვნა საქართველოშიც დაიწყეს. ამ ეტაპზე, 22 აპრილს 193 ქვეყანა აღნიშნავს და ღონისძიებები, რომელიც ამ დღისთვის ტარდება, ყოველთვის გარემოს დაცვის საკითხებს ეძღვნება. ?ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, წელს პირველად აღინიშნება ეს დღე სახლებში, ამიტომაც ნასამ წამოიწყო კამპანია სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის -
#დედამიწისდღესახლში
.ნასას წარმომადგენლები მოგვიწოდებენ დავრჩეთ სახლში და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნოთ ამ დღის აღსანიშნავი ფოტო, ჰეშთეგით
#Earthdayathome
. ფოტოზე შეგიძლია აღბეჭდოთ ნებისმიეირი რამ, რაც თქვენთვის ამ დღესთან ასოცირდება: თქვენს მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები ან თუნდაც ხეები, რომლებიც აივნიდან მოსჩანს. ამით ჩვენ შეგვიძლია სახლებიდან მივულოცოთ ერთმანეთს და გავახსენოთ რომ ჩვენს არაჩვეულებრივ პლანეტას აუცილებლად ჭირდება გაფრთხილება და დაცვა, - ნათქვამია ნასას განცხადებაში.
0