ქუნთრუშა - მწვავე ინფექციური დაავადებაა, გამომწვევი: წითელას, წითურასა და ჩუტყვავილასგან განსხვავებით, ვირუსი კი არა, ბაქტერიაა – ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი, იგი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, გამავრცელებელი კი ავადმყოფი გახლავთ. იგი გადამდებია დაავადების პირველივე საათებიდან 7-8 დღე, თუმცა თუ ინფექციას გამწვავებები დაერთო, – მაგალითად, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი, ან სინუსიტი, – კონტაგიოზური პერიოდი გრძელდება. ძირითადად 3-10 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება.
სიმპტომები
· ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე;
· სისუსტე;
· ციება;
· გულის რევა, ღებინება.
· ტანზე წვრილი გამოანყარი;
· ქავილი, კანის დახეთქვა;
· ენის ღია წითელი ფერი;
· გამონაყარი ხახაზე. მისი დამახასიათებელი ნიშანია- წითელი გამონაყარი ენაზე, რომელიც მოგაგონებთ მარწყვის ზედაპირს.
#health
Tbilisi