Gene Deitc (1924-2020)

0
იუჯინ მერილ „ჯინ დეიჩი"GeneDeitc ამერიკელი ანიმატორი. 1955 წელს შეუერთდა ანიმაციურ სტუდიას United Productions of America (UPA), მოგვიანებით კი -Terrytoons-ს.მისი შექმნილია ისეთი პერსონაჟები როგორიცაა , ჯონ დორმატი , კლინტ კლობერი „გასტონ ლე კრაიონი სიდნი და ფუფლი. 1958 წელს მისი თეატრალური მულტფილმი „სიდნის საოჯახო ხე , წარდგენილი იყო აკადემიის ჯილდოზე. ამავე წლის აგვისტოში დაითხოვეს Terrytoons-დან, რის შემდეგაც, 1960 წელს, პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) გადავიდა, რათა ემუშავა უილიამ ლ. სნაიდერთან ერთად. Metro-Goldwyn-Mayer-სთვის გადაიღო „ტომი და ჯერის“ 13 სერია, აგრეთვე „Krazy Kat“ და „პოპაი“ King Features-სთვის და ოსკაროსანი „მუნრო“ (1961). მოგვიანებით შექმნა „ნუდნიკი“ (Nudnik), რომლის პერსონაჟიც დაფუძნებული იყო Terrytoons-ში მუშაობის დროს შექმნილ ფუფლზე (Foofle). სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა პრაღაში, თავის მეუღლესთან, ზდენასთან, ერთად.
0