ხულოში ახალგაზრდებმა საქველმოქმედო ფონდი დაარსეს

0
საქველმოქმედო ფონდი "ხულო" - ასე ჰქვია ინიციატივას, რომლის უკანაც 6 ადგილობრივი ახალგაზრდა დგას. მაია რიჟვაძე, ქეთი ბოლქვაძე, თამთა აბულაძე, გიორგი რიჟვაძე, ნინია თავართქილაძე და ქეთევან ბოლქვაძე არიან ხულოს მასშტაბით პირველი ასეტი ინიციატივის ორგანიზატორები. ფონდის მიზანია, კორონავირუსის მიერ გამოწვეულ მძიმე ვითარებაში მყოფ ოჯახებს დაეხმაროს. ახალგაზრდების განცხადებით, ფონდში თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. "მოხალისეობა არის უდიდესი შესაძლებლობა და პირადი ნება, ანაზღაურების გარეშე დაეხმარო სხვას. პანდემიისა და კრიზისული ვითარების ფონზე მნიშვნელოვანია, ბევრმა ადამიანმა გამოავლინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია" - ვკითხულობთ ფონდ "ხულოს" ფეისბუქ-გვერდზე. ახალგაზრდები ფეისბუქ-გვერდის საშუალებით ატყობინებენ მოსახლეობას, თუ ვის სჭირდება მათი დახმარება და რა ფორმით. ხოზგს პირველადი საჭიროებების კალათას უგროვებენ, ზოგს - ტანსაცმელს. უკვე რამდენიმე ოჯახს დაეხმარნენ, ახლა კი 10 შვილიან ოჯახს ეხმარებიან მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ სოფელში, ტუნაძეებში ცხოვრობს. "ვფიქრობთ, რომ ეს არის ზუსტად ის დრო, როცა ერთმანეთს აუცილებლად ვჭირდებით! სიმართლე გითხრათ ნამდვილად
#სიკეთისპანდემიაა
!"
#სიკეთისპანდემია
#ხულო
#ქველმოქმედება
#batumidaily
0