31 წლის ვეფხვია ხაჩიძეს, მტკვარში კვლავ ეძებენ
Pirveliradio Ge
მეორე დღეა მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. დაკარგული 31 წლის ვეფხვია ხაჩიძის კვალი მდინარის მარცხენა სანაპიროზე ქრება.
ძებნის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფია ჩართული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.