Reuters: კორონავირუსის შედეგების დასაძლევად აშშ-ში $500 მლრდ-ის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

0
თეთრი სახლი და სენატი აშშ-ის ეკონომიკისთვის საჭირო $500 მლრდ-ის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რომელიც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ შედეგებს აღმოფხვრის. აქვე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს სწრაფ ტემპში შეძლონ ახალი პაკეტის განხილვა, რათა კრიზისის დასაძლევად საჭირო მოქმედებების განხორციელება დროულად მოხდეს. ქვეყნის პირეველი პირის მიერ, წინასწარ დამტკიცებული კანონპროექტი მცირე ბიზნესის დასახმარებლად $321 მლრდ-ის გამოყოფას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მცირე ბიზნესისთვის გათვალისწინებულია $60 მლრდ-ის ოდენობის კრედიტის გამოყოფა, ვირუსით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად. $75 მლრდ. გამოიყოფა საავადმყოფოებისა და კლინიკების მხარდასაჭერად, ხოლო $25 მლრდ. კორონავირუსის ტესტირების ეროვნული პროგრამის განსახორციელებლად. პროექტისთვის ხმის მიცემის პროცედურა სენატში, მომდევნო სამშაბათს, 28 აპრილს გაიმართება, ხოლო 2 დღის შემდეგ კონგრესში. 21 აპრილს, თეთრ სახლში შეთანხმებული კანონპროექტი იქნება რიგით მე-4 მსხვილი საკანონომდებლო აქტი, რომელიც პანდემიის დასაძლევად არის მიმართული. 22 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირები 819 000-ზე მეტი შემთხვევაა, საიდანაც 45 000-ზე მეტი სიკვდილით დასრულდა. ხოლო უმუშევრად ამერიკის 22 მლნ. მოქალაქე დარჩა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: $500 billion coronavirus aid package passes U.S. Senate, headed to House (22.04.2020), www.reuters.com
#coronavirus
#USA
#economy
#crisis
#headline
#stopcovid19
0