სასოფლო-სამეურნეო საქმინობით დაკავებულთათვის შეზღუდვები დაწესდა - დეტალები

0
პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სასოფლო-სამეორენეო საქმიანობით დაკავებული მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეღავათებზე ისაუბრა და დღის კონკრეტული მონაკვეთები გამოყო, როცა მათ მანქანით გადაადგილება შეეძლებათ: „ თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გაადაგილება ამ კვირის ბოლომდე, თუმცა ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმისათვის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეექნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში და ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტლების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილებისთვის საშვების უშუალო უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
#ირაკლიჩიქოვანი
#კარანტინი
#kutaisidaily
0