9 ყველაზე გავრცელებული ქართული სადღეგრძელო...

0
ეს პოსტი "შპარგალკა" იყოს, თუ თამადად მოხვდებით უცებ მამა-პაპურ სუფრაზე და წარმოდგენა არ გაქვთ რა უნდა თქვათ - აჰა ბატონო, მზამზარეული :)))
1. რიგითობით მივყვეთ: ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა! მშვიდობა რომ არ ყოფილიყო, აქ ხომ არ შევიკრიბებოდით, ბლაბლა... გავრცობა უკვე თვქენზეა ))) 2. ჩვენს შეკრებას გაუმარჯოს. 3. მოსაგონარი, ვინც თვალს მოაკლდა და გულს არასდროს მოაკლდებიან, ხსოვნა იყოს, არ დავიწყება. 4. მიცვალებულებზე გაჩერება არ შეიძლება, ჰოოოდა სიცოცხლის გაგრძელებას, ანუ პატარებს გაუმარჯოს :)) 5. წმინდა სალოცავები? ბრძოლით რომ მოგვიტანეს აქამდე წინაპრებმა?! 6. პატრიარქის? ნუ აქ ვაჟკაცთა დიდი ნაწილი პატრიარხს ეძახის, მაგრამ ნუ სადღეგრძელო უნდა დაილიოს, მუსლიმი ხარ, ბუდისტი, თუ ათეისტი - სულ ერთია! 7. მანდილოსნებიიიის (ნუ ზოგს ცემა-ტყეპაში ჰყავს დღე და ღამე ეს ძვირფასი მანდილოსნები, ზოგი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობს და მაინც) :( 8. უცებ ვინმე "კრასოტკა" ააფახულებს თვალებს და მოწიწებით მოითხოვს სადღეგრძელოს უფლებას და: მამაკაცების გარეშე ჩვენ არაფერი ვაააჟთ, ბიჭებშ გაუმარჯოოოს... 9. აქ ყველაზე უფანტაზიო თანამესუფრეს რიგი დგება და შეიძლებააა მე შევსვააა??? ჩვენს ტკბილ მოგონებებს გაუმარჯოოოოს... :)) ჰოოდა, მე რატომ ვიცოდი ეს ყველაფერი ზეპირად??? 🤷‍♂️😀
0