ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა - კახა კალაძე

0
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თითქმის სრულად შეჩერებულია ზოგადი აქტივობები. კახა კალაძემ მოსახლეობას მონაცემები წარუდგინა, რომელიც წერეთლის გამზირზე არსებულ მდგომარეობას ასახავს. მასში ნათლად ჩანს 2019 წელსა და 2020 წელს ჰაერში აზოტის შემცველობასთან დაკავშირებული სხვაობა. დედაქალაქის მერის განმარტებით, თბილისის სხვადასხვა რაიონში, ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულია სპეციალური სტაციონარები, რომლებიც ჰაერში დაბინძურების ინდექსს ზომავს. კალაძის ინფორმაციით, ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ განსაკუთრებით შემცირდა აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
#კახაკალაძე
#ატმოსფერო
#ჰაერისდაბინძურება
#თბილისი
#tbilisidaily
0