ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა რასისტული სკანდალის გამო პოსტი დატოვა

Tbilisi Daily

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი გრეგ კლარკი იძულებული გახდა რასისტული სკანდალის გამო პოსტი დაეტოვებინა. ამის შესახებ BBC იტყობინება. სკანდალში კლარკი მას შემდეგ გაეხვა, რაც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ფრაზა „ფერადი ფეხბურთელები“ იხმარა. ამის გამო მას რასიზმში დადეს ბრალი. BBC-ის ინფორმაციით, კლარკი ამ დრომდე ინარჩუნებს FIFA-ს ვიცეპრეზიდენტის პოსტს.