ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

0
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აფხაზეთის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. ის მდებარეობს ქალაქ ოჩამჩირის აღმოსავლეთით, პატარა სოფელ ილორში. ილორის წმინდა გიორგის ტაძარში წირვა-ლოცვა 90-იანი წლებში შეწყდა მაშინ, როდესაც იქ ქართული მღვდელთმსახურა კომუნისტებმაც კი ვერ შეწყვიტეს. ისტორიული მონაცემებით, ეკლესია აშენდა XI საუკუნეში. ამის შესახებ ლეგენდაც არსებობს, რომლის თანახმადაც, ადგილობრივმა უფლისწულმა ტყეში ნადირობის დროს ირემი დაჭრა. დაჭრილი ირემი, რომელიც მონადირეს გაექცა, ბარდებში იმალებოდა. უფლისწული აგრძელებდა გაქცეული ირმის დევნას და კვალმა ის მიიყვანა ძველი საკურთხეველის ნანგრევებთან. აქ მან დაინახა რაღაც უჩვეულო. დაჭრილ ირემს თავი ედო საკურთხეველათან, სადაც აღმართული იყო მაღალი ჯვარი. ის მიხვდა, რომ ცხოველი იყო წმინდანი და ირემი ცოცხალი დატოვა. შემდეგ კი ბრძანა იმ ადგილას ეკლესია აეშენებინათ. ილორის ეკლესია გარშემორტყმულია გალავნით, რომელსაც აქვს კარიბჭე. ეს ტაძარი დიდი პოპულარობით სარგებლობს არამარტო აფხაზეთში, არამედ საზღვარგარეთაც. ადრე ეკლესიაში ინახებოდა წმინდა გიორგის სასწაულებრივი ხატი. ტაძარი იყო ძალიან მდიდრული, აქ ინახებოდა ვერცხლისა და ოქროს უამრავი ლიტურგიული ჭურჭელი. დღეს კი ამ საგანძურის მხოლოდ მცირე ნაწილი ინახება ილორის ეკლესიაში. თურქული ბატონობის დროს, ეკლესია, ისევე როგორც აფხაზეთის მრავალი სხვა ტაძარი, ხანძრის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა. XIX საუკუნის შუა ხანებში ტაძარი განახლდა. შელესილი იყო მონასტრის გარე და შიდა კედლები, ეკლესიაში დაცულია „ასომთავრული“ ანბანი, წარწერები და ფასადის რელიეფი. ამჟამად, ილორის ეკლესია აქტიური ტაძარია და ქალაქ ოჩამჩირის ერთ – ერთი მთავარი საკულტო ღირშესანიშნაობაა. 2010 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა XI საუკუნის ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად, ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს. ეკლესიის გარე ფასადზე კონდიციონერების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟეს. ილორის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.
#ილორი
#ეკლესია
#მსახურება
#SokhumiDaily
0