დიანა არბუსი

0
ფოტო “მოთამაშე ბავშვი ხელყუმბარით ცენტრალურ პარკში” რომ ვნახე , მივხვდი, საინტერესო ადამიანს გადავაწყდი. “მისცე არბუსს ფოტოაპარატი, ეს იგივეა, ბავშვს სათამაშოდ ხელყუმბარა დააჭერინო” – ამბობს ნორმან მეილერი. ძალიან ბევრი კარგი ფოტოგრაფი ძალიან ბევრ კარგ ფოტოს იღებს, მაგრამ არავინაა დიანას მსგავსი. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია მისი ცხოვრების ძალიან ბევრი დეტალი. დიანა იმ ადამიანებს იღებდა, ვინც 60-იანი წლების ამერიკული საზოგადოების აუთსაიდერებად ითვლებოდნენ. ადამიანებს, ვისაც ვერავინ ამჩნევდა ან, უბრალოდ, არავინ იმჩნევდა. იგი ნიუ-იორკის ქუჩებში უცნობებ გამვლელებში ეძებდა სანტერესო პორტრეტებს. ”მე ვერასდროს შევძლებდი იმის გაკეთებას, რასაც დიანა აკეთებდა” – იგონებს მისი ყოფილი მეუღლე ალან არბუსი – “იგი შედიოდა ბროდვეიზე ნებისმიერ ბარში, პოულობდა იქ თავის მოდელებს, მერე მიდიოდა მათთან სახლში და ისინიც დაუფიქრებლად იღებდნენ მას. ეს ჩემთვის შემზარავი იქნებოდა.“ როგორც ამბობენ, სწორედ არბუსის წყალობით კიდევ უფრო მწვავედ დაისვა კითხვა, თუ რისი გადაღების უფლება უნდა ჰქონოდა ფოტოგრაფს და რისი არა. სად გადიოდა ზღვარი მორალსა და ამორალურობას შორის?! ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ დიანა შიზოფრენიით იტანჯებოდა, რამაც, საბოლოოდ, სუიციდამდე მიიყვანა. 1971 წლის 26 ივლისს დიანამ ბარბიტურატების დიდი დოზა მიიღო და ვენები გადაიჭრა. იგი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიანა ჩემთვის გაბედულების, უშიშობისა და საკუთარი საქმის სიყვარულის სიმბოლოა. ვისურვებდი, რომ ოდესმე, ყველა სხვა საქმე გვერდით გადავდო, გარდა ფოტოგრაფიისა და ერთხელ და სამუდამოდ, ის ვაკეთო, რაც ასე ძალიან მიყვარს.
#ფოტოგრაფი
#ისტორია
#საინტერესო
#ამბავი
0