ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაცვის საშუალებების მარაგებზე ავრცელებს ინფორმაციას

0
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებას ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს. სამინისტროს განმარტებით, არსებული მარაგი სამედიცინო სექტორზე ეტაპობრივად გადანაწილდება. ჯანდაცვის უწყების ცნობითვე სამინისტროში კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თითოეული დეპარტამენტისა და სსიპ-ის ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და მიიღო ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. , , შეხვედრაზე განიხილეს კლინიკების მობილიზების საკითხები, ლოჯისტიკისა და მარაგთან დაკავშირებული თემები. ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს, რომელიც სამედიცინო სექტორზე ეტაპობრივად გადანაწილდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
#ჯანდაცვისსამინისტრო
#სამედიცინოდაცვა
#ეკატერინეტიკარაძე
#tbilisidaily
0