That's what F•R•I•E•N•D•S are for "მეგობრების" შეთავაზება ფანებს

0
✨საკულტო ტელესერიალის "მეგობრების" გულშემატკივრებმა, სერიალის მსახიობებისგან გამოწვევა მიიღეს. დიდი ხნის შემდეგ, ექვს იღბლიან მაყურებელს ეძლევა შანსი ტელესერიალ „მეგობრების“ მსახიობებთან ერთად მიირთვან ყავა... ამის შესახებ განცხადებას ჯენიფერ ენისტონი საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს. ???? „მეგობრების“ მსახიობები უერთდებიან გამოწვევას - „ALL IN CHALLENGE”, რომლის ფარგლებში შეგროვებული თანხა პანდემიის პერიოდში ადამიანების დასახმარებლად იქნება გამოყენებული. როგორც ენისტონი აღნიშნავს, ამ გამოწვევაში მოგებულ ერთ ადამიანს ექნება შანსი თავის ხუთ მეგობართან ერთად ყველაზე ცნობილ „CENTRAL PERK”- ის კაფეში ვარსკვლავებთან ერთად მიირთვას ყავა. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შევუერთდით აღნიშნულ აქციას, ახლა უმთავრესია ადამიანებს არ მოაკლდეთ საკვები და იყვნენ ჯანმრთელები“, - წერს ენისტონი. შეგახსენებთ, რომ „central perk” ეს, ის ცნობილი კაფეა, სადაც სერიალის მთავარი ეპიზოდებია გადაღებული.
0