სოხუმის თეატრი გილოცავთ ქართული თეატრის დღეს!

0
სოხუმის თეატრი გილოცავთ ქართული თეატრის დღეს! ✨ 🗣 ამ დღესთან დაკავშირებით შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით წოდება „ამაგდარი“ მიენიჭა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის იმ თანამშრომლებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია ერთგულად ემსახურებიან ჩვენს თეატრს. 🎉 ამაგდარის წოდება გადაეცათ: ◾️ მსახიობს - ჯულიეტა პაკელიანს. ◾️ მსახიობს - მარინა სოლომონიას. ◾️ სარეკვიზიტო საამქროს უფროსს - იზოლდა ბოკუჩავას. ◾️ დასისა და შემოქმედებითი ადმინისტრაციის უფროსს - სვეტლანა გოგოხიას. ◾️ საკოსტიუმერო საამქროს უფროსს - თამარ გაბელაიას. ◾️ მხატვარ-ბუტაფორს - მზევინარ ჯღარკავას. სოხუმის თეატრი დიდი სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს მათ მინიჭებულ წოდებას და მადლობას უხდის მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის! 🎉🎉
#ქართულითეატრისდღე
#14იანვარი
#სოხუმისთეატრი
0