8 მოშიმშილემ პირი ამოიკერა - ლავასოღლის ახლობლების პროტესტი გრძელდება

Tbilisi Daily

მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები ახლა უკვე პროკურატურას სთხოვენ ხვალვე მოხდეს ე.წ. კანონიერი ქურდის საქართველოში ექსტრადირება ან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩების პიკეტირებით იმუქრებიან. გაიზარდა მოშიმშილეთა რაოდენობაც. პროტესტის უკიდურეს ფორმას 17 ადამიანი მიმართავს, მათ შორის 3 ქალია. დღეს აქციის კიდევ ოთხმა მონაწილემ პირი ამოიკერა. გუშინაც პროკურატურის წინ პირი აქციის ოთხმა მონაწილემ ამოიკერა. ერთი მოშიმშილეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აქციის მონაწილეები შიმშილობას არ წყვეტენ და ყველა რადიკალური ზომის გამოყენებას გეგმავენ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. ისინი თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. მინდია ლავასოღლი 2018 წელს დააკავეს თურქეთში.