მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა არ ვიცი მართლა - გომელაური ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ვახტანგ გომელაურმა დღეს, ქობულეთში 14 წლის მოზარდისთვითმკვლელობის ამბავიც შეაფასა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
მისივე თქმით ეს ყველას პრობლემაა, მათ შორის საზოგადოების. გომელაურმაგანაცხადა, რომბაბუა დააკავეს, მიდის გამოძიება და თუ ვინმე გამოიკვეთება კიდევ დააკავებენ.
'მოზარდი, ერთი თვით ადრეიყო, ბიძებთან ერთად მოსული, დაწერა, რომ მიყვარს ეს ადამიანიო, ჩემინებითო, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია... შემდეგ იყო თემები, დეტალებში აღარ ჩავალ. სამწუხაროდ ეს უბედურება მოხდა და მერე აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანი ოჯახშიც ცალკე მსხვერპლიიყო, ეს ცალკე უბედურებაა.
ეს ადამიანი დაიკითხა სოც მუშაკთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად, მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა არ ვიცი მართლა. ეს ყველას პრობლემაა ჩემიც, თქვენიც. ამ მიმართულებით, რომ სამუშაო გვაქვს ამაზე ვისაუბრე, ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
ბაბუა დავაკავეთ, მიდის გამოძიება და თუ ვინმე გამოიკვეთება კიდევ დავაკავებთ'-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.