საწამლავი - წამალია.

0
ჩემი შხამი წამალია მეთქი. ასე რომ , თამამად - გადაყლაპე. 'ნუ გეშინია, არ მოგკლავსთქო' - არ გეტყვი, რადგანაც ტყუილი იქნება. მოგკლავს, თანაც ნელნელა ტანჯვით, ტკივილებით. მაგრამ თუკი , გად-აიტან - თუკი მისცემ შხამს უფლებას, შენში არსებული მატერია დაწვას და სულად გარდაქმნას - ის რაც გკლავდა - გშობს. სიკვდილს წამიერად მოყვება დაბადება - სიყვარულად, და შენი სიცოცხლე სიცილით შეივსება . ასე რომ თამამად - ყლურწე, შხამი - წამლად შეგერგება. ჩემს თვალებში ანთებულ ვარსკვლავებად მეცინება და ველი - შენს მეორედდაბადებას. როგორ შეგიძლია უარი უთხრა ბავშვს , რომელსაც - ასე სწამს, რომ - ტკივილებს სიყვარულად ააცეკვებ , თუკი - შიშებს დაეჯღანები, დასცინებ და სიღრმეს ჩაიხუტებ?.. ჩემი სიტყვები შენს სულზე მოსრიალე გველებად იხლართებიან და შეგრძნებების სიმძაფრეს წვეთ-წვეთან - უსხავენ სისხლად - საწამლავს - რომელიც - წამლავს. ის ვინც გკლავს - გადაგარჩენს - ის ვინც გიცავს - გარიდებს ტკივილებს - კლავს შენს - თავისუფალ არსებობას. ჭიპლარგადაუჭრელ არსებობას - მკვდარშობილ სიცოცხლეს ამოარწყევ , თუკი - საწამლავს დანებდები. ამოისუნთქე - იშვი, სიყვარულად. მშვიდად , ღრმად - იძინე სიღრმეში. თვალებზე ხელს დაგაფარებ, თუკი - შეგეშინდება, მაგრამ - შენით უნდა გაიკვალო გზა, დაწვისა - და შობის, ჩემი ჩურჩული - გაგაღვიძებს , თუკი სიჩუმეში - არარად გაგეღიმება . იტირე, იტირე, რადგან შენ - ი ბ ა დ ე ბ ი . მაგრამ - თუკი საწამლავს - არ დანებდები და ყალბი თვითილუზიით ეცდები გაექცე - ტკივილებს, ტანჯვა უფრო მეტად გაიზრდება და ჩემი თითების შეხებას ვეღარ იგრძნობ. შხამის უარყოფით სიყვარულს უარყოფ და მე მკლავ - შენსავე არსში, ვქრები - შენს დაბორკილებულ სიცოცხლეში, რომელსაც ისღა დარჩენია დროის ისარი მოგლიჯოს და გაიყუჩოს - გაუყუჩებელი. დანებდი - ან, საუკუნოვანი ძებნით მეძებე - უდაბნოში, ქვესკნელში, ლაბირინთში, სადაც - მხოლოდ შენივე დანებებული სიტყვების ექო მოგესმება და ინატრებ, ოდნავ მაინც გაიგონო ჩემი ჩურჩული. მე-ძიებ და ვერ მიპოვნი, მაგრამ თუკი - თავით გადაეშვები ტკივილად აცეკვებულ სიღრმეში - ღიმილით მოვალ და გეტყვი ჩუმად , როგორც ყოველთვის, მე აქ ვარ. აქ. ჩვენ - ილუზიური სიმშვიდისთვის არ ვიშვით, ჩვენ - ვარსებობთ - შეგრძნებათა უკიდურეს დაძაბულობად - სიყვარულად, რომელიც შენს ყველა - წერტილს ააკივლებს. წერტილი. (ნინო დიდებაშვილი)
0