ივენთ კომპანიების სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება იგეგმება - ეკონომიკის მინისტრი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ივენთ კომპანიებს ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაშიდაეხმარებიან. ნათია თურნავასთქმით, კომპანიებმა მთავრობას თხოვნით მიმართეს. იგივე შეღავათები დაუწესდებათ კინოთეატრებსაც. ''სხვა ცვლილებები, რაც ჩვენ ასევე შემოგვაქვს პროგრამა ''აწარმოე საქართველოს'' ფარგლებში ეხება ივენთ კომპანიებს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ აღნიშნულ კომპანიებზე გავავრცელეთ ასევე სესხისპროცენტის სუბსიდირების პროგრამა. ახლაშემოგვაქვს ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, რადგან მოგვმართეს თხოვნით და გარკვეული ინვენტარი მათ აქვთ ლიზინგით შეძენილი.აქაცჩვენ პროცენტისგან პრაქტიკულად გავათავისუფლებთ და დავუსუბსიდირებთ. აქვე,სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაში შემოგვყავს კინოთეატრები, ეს არის კიდევ ერთი დაზარალებული ინდუსტრია მათაცგვერდით დავუდგებით და დავეხმარებით'' - განაცხადა ნათია თურნავამ.