ფორესტ გამპი _ ნიჭიერია მაგრამ იდიოტი ?

0
როგორც ავღწეროთ ფორესტ გამპი? ყველაზე მარტივი გზა იქნება ქართული გამოთქმის “პერეფრაზი” მოვახდინოთ. ფორესტი “ნიჭიერია, მაგრამ იდიოტია”. და ეს მართლაც ასეა, ცოტა ადამიანს თუ შეუძლია დაიკვეხნოს მისი მიღწევებით, ის გამაოგნებელი სიმარტივის იმახსოვრებს მათემატიკურ ფორმულებს, მისი მეხსიერება იმდენად სანდოა, რომ კოსმოსურ ხომალდზე ფორესტის დანიშნულება სარეზერვო კომპიუტერული სისტემის რეზერვს წარმოადგენს. ჭადრაკის თამაშში მას ბადალი არ ყავს, სხვაგვარად ვერც იქნებოდა, 4 წელი კანიბალების ტომში დღის მთავარ კერძად გადაქცევისგან ხომ სწორედ ამ თამაშის ცოდნამ გადაარჩინა. მაგრამ ის არა მხოლოდ “ინტელექტუალურად” არის განვითარებული, მის ფიზიკური აღნაგობის და სიძლიერის თვით სამსონსაც კი შეშურდებოდა. ამერიკულ ფეხბურთში მიღწეულ წარმატებას მხოლოდ მისი პინგ-პონგის უნარები თუ დაუდგება ტოლად. მიუხედავად ამ ყველაფრისა ფორესტ საკუთარი თავის სრულად რეალიზება არ შეუძლია. მიზეზი მარტივია, ის იდიოტია. თუმცა, ეს ზედმეტად უხეშად ნათქვამია, ფორესტს არ ესმის ზოგიერთი “მარტივი ჭეშმარიტების” რომელიც ჩვენ სასაცილოდაც კი არ გვეყოფა. მაგალითად ფორესტ, ომის გმირს და ვეტერანს, ვიეტნამის გამოვლის შემდეგაც კი ვერ გაეგო რისთვის ხოცავდნენ ერთმანეთს ასეთი სიხარულით ამერიკელები და ვიეტნამელები. ამის კეთებას განა არ ჯობდა ერთმანეთის წინააღმდეგ ფეხბურთი ეთამაშათ და ისე გაეკრვიათ ყველაფერი? განა ასე ბევრად უფრო სახალისო არ იქნებოდა? ასე არც საკუთარი მეგობრების სიკვდილის, დასახიჩრების და მათი მტირალი დედების ნახვა არ მოუწევდა. ალბათ დამეთანხმებით რომ მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ იდიოტს შეუძლია ასე იფიქროს. ან თუნდაც მისი ყველაზე დიდი წატმატება, კრივეტების, მილიონობით დოლარის მომტანი, ბიზნესი ავიღოთ. თითქოს, ბოლოს და ბოლოს მიაღწია წარმატებას, ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფილია, თავის საყვარელ ადამიანებსაც ეხმარება, ფილანტროპიის ნამდვილი განსახიერებაა, მაგრამ რაღაცა სწორედ არ არის. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს თუ საკუთარ თავისთვის დრო აღარ გრჩება, თუ ყოველ დღე მოსაწყენ შეხვედრებზე გიწევს სიარული, ლამაზად გამოწყობილს სახეზე დაკერილი ღიმილის დღის ბოლომდე შენარჩუნება და ხელში არასაჭირო ნივთებით სავსე ჩემოდანის ტარება. ამ ყველაფერს არ ჯობია ბიზნესი ზურგს უკან მოიტოვო, შენი ძველი მეგობრები გამონახო და საყვარელი საქმე აკეთო? ხომ გითხარით ნამდვილი იდიოტია თქო… ან, შესაძლოა საქმე სრულიად სხვაგვარად იყოს. ფორესტის საკითხის გარკვევა მკითხველისთვის მომინდია, თუმცა ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, მიუხედავად იმის იდიოტია ფორესტი თუ არა, მისი ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო გამოდგა ვიდრე ბევრი ჭკვიანი ადამიანისა.
#movies
#forrestgump
#news
#opinion
#hollywood
#goodplaces
#photo
#food
0