საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს - ეზუგბაია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142066 კორონავირუსით ინფიცირებული 9 ბოლო შემთხვევიდან რვის წყარო ცნობილია, ერთი პაციენტის წყაროს დადგენა კი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს და ახალი შემთხვევა არ დამატებულა. „ორ პაციენტთან ჩატარდა კვლევა და ორივე უარყოფითი იყო. გამოჯანმრთელებული ჩვენ გვყავს 53 პაციენტი, 1 გუშინ გაეწერა. გუშინ გითხარით, რომ 10 პაციენტზე ხდებოდა ტესტირება და მხოლოდ ერთთან დადასტურდა განმეორებით უარყოფითი და მან დატოვა კლინიკა, ოთხთან გვაქვს პირველი ტესტირებით უარყოფითი და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ განმეორებითი ტესტირებით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, 44 პაციენტიდან 17-ს აქვს მძიმე პნევმონია. „ორის მდგომარეობა მძიმე პნევმონიაში გადავიდა და კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს. 7 მოზარდი, რომელიც გვყავს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში დაგვჭირდება გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
0