ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
Tbilisi Daily
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღაზნის პროვინციაში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-ზე მეტი დაშავდა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სოფელ აღო ჯანში მდებარე სახლთან, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ყურანის წასაკითხად შეიკრიბა, დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა.
წყაროები აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.