საქართველოს ნაკრების ლიდერებს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქართველი გულშემატკივარისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
ოფიციალური ცნობით კორონავირუსი ნაკრების ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას დაუდასტურდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებში 5 შეხვედრა გამართა და დაამტკიცა ,რომ მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.
რაც შეეხება ლევან შენგელიას 'კონიასპირის' ფეხბურთელმა შემოდგომაზე შეხვედრა ჩაატარა და შეტევაში ხშირად ამწვავებდა. ვლადიმერ ვაისი მატჩისთვის მზადებას 27 ფეხბურთელით განაგრძობს.
საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ დიდი დანაკლისით მიუწევს თამაში.
ტრამვების გამო ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კოტეიშვილიც ვერ ეხმარებიან.
ისტორიულ შეხვედრაში ხვალ საქართველოს ნაკრები 'დინამო არენაზე' ჩრ.მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.