მეტი ყურადღება აბიტურიენტს - ქუთაისელი სკოლის მოსწავლე განათლების სამინისტროსგან პასუხებს ელის

0
დღეს ცვლილება შევიდა ბრძანებაში (დადგენილება N181), სადაც აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება. ჯერჯერობით უცნობია აბიტურიენტების ბედი - ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები ან განახლება თუ არა სასწავლო პროცესი ? ბრძანებაში ამ საკითხზე ყურადღება არ მახვილდება. ამის ფონზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აბიტურიენტები თავიანთ სათქმელს ერთი ჰეშთეგის ქვეშ აერთიანებენ -
#მეტიყურადღებააბიტურიენტს
. ფეისბუქზე ამავე სახელწოდებს ივენთიც გამოჩნდა, რომელსაც უფრო და უფრო მეტი მე-12 კლასელი უერთდება. ინიციატივის ავტორი ქუთაისელი ლუი კაცაძეა. ის kutaisidaily-ს თანატოლების პრობლემებზე ესაუბრა და გულისტკივილიც გაუზიარა, მისივე თქმით, ონლაინ სწავლებას თან ახლავს კომუნიკაციის პრობლემა, რაც პროცესს ნაკლებშედეგიანს ხდის: პირველ რიგში, ონლაინ სწავლება დაკავშირებულია ხარვეზებთან, რაც გამოიხატება ინტენეტთან წვდომის დროს შეფერხებებიში - ხშირად არ სჩანს გამოსახულება, კარგად არ ისმის ხმა. რთულია ტექნიკური საგნების ონლაინ შესწავლა, განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ აბიტურინტები. მათი დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია იმაზე მეტჯერ ჩავატაროთ ონლაინ გაკვეთილები, ვიდრე რეპეტიტორტან დავდიოდით, ეს მაინც არ გვაძლევს ხარისხიანი სწავლის საშუალებას. მით უფრო თუ ეს ეხება უცხო ენას და ტექნიკურ საგნებს. რთულია ეროვნული საგამოცდო ტესტებზე მუშაობა. ზოგ აბიტურიენტს არ აქვს კომპიუტერი და გაკვეთილებს ტელეფონის საშუალბით ესწრება. ის აბიტურინტები, რომლებიც ქალაქგარეთ არიან მათთვის უფრო რთულადაა საქმე, რადგან საერთოდ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა. სწორედ ამ მიზეზების გამო ვფიქრობ, რომ ონლაინ სწავლება გაუმართავია. ვფიქრობ, ჩვენი განათლების სისტემა არ იყო მზად მსგავსი გაკვეთილების ჩატარებისთვის. - რა არის შენი „ფეისბუქ ივენთის“ მიზანი? მქონდა ინიციატივა, რომ განათლების სამინისტროთვის და ეროვნული საგამოცდო ცენტრისთვის მიგვეწვდინა ჩვენი ხმა. ეს იდეა გავაჟღერე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ჯგუფში „აბიტურინეტები 2020“, სადაც ძალიან მოეწონათ იდეა. ბევრ სხვა ჩემს თანატოლსაც სურს გაიგოს, როდის და რა ფორმით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. ეს საკითხი ნამდვილად ყურადსაღებია. ვფიქორბთ, რომ იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ონლაინ გაკვეთილებს აქვს უნდა იყოს გათვლისწინებული, გამოცდების ჩატარების დრო. ჩვენ ჩევქმენით ჰეშთეგი
#მეტიყურადრებააბიტურიენტს
და შემდგომ განვათვასე ღონისძიება სოციალურ ქსელში, რომელსაც დრო და დრო მეტი აბიტურიენტი უერთდება. ლუის კიდევ ერთი ინიციატივა აქვს. მისი შეთავაზება ყველა მეთორმეტე კლასელს ეხება: „ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ბოლო ზარი და ბანკეტი არ გვექნება, მაისურებს წარწერებით ვერ ავაჭრელებთ, ვერ დავრეკავთ ბოლოჯერ ზარს. ალბათ, ერთადერთი გამოშვება ვიქნებით 2020 წლის მე-12 კლასელები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ველოდებით ამ ბოლო ზარსა და ბანკეტს, სკოლას სახლში დავსრულებთ და ერთი მოგონებაც არ დაგვრჩება. მაქვს ასეთი ინიციატივა- თუ ახლა მე-12 კლასელებს არ გვაქვს ბოლო ზარი, მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში მივიდეთ უკვე სკოლადამთავრებულები სკოლაში თეთრი მაისურებით და ის პირვლკლასელები, რომელბიც სკოლას ახლა იწყებენ გავაცილოთ ცოდნის გზაზე. მათი პირველი ზარი სკოლაში იქნება ჩვენი ბოლო ზარი", - ამბობს ლუი.
#მეტიყურადღებააბიტურიენტს
#ლუიკაცაძე
#განათლებისსამინისტრო
#kutaisidaily
0