სამეგრელოს კულტურა.

0
სამეგრელოს კულტურა. სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავდება მისი კულტურული თავისებურებებით. სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობა მეგრულ ენაზე საუბრობს. ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში ეს ენა გამოეყო იმ ენას, რომელიც შემდგომ თანამედროვე ქართულ ენად ჩამოყალიბდა. მრავალხმიანობით გამოირჩევა მეგრული ხახლური მუსიკა, რომლის სიტყვებიც მეგრულ ენაზე ჟღერდება. მელანქოლიური ტემპი და სევდა ამ სიმღერებს უფრო სასიამოვნო მოსასმენს ხდის. მეგრულ რომანტიკულ სიმღერებს ხშირად ჩონგურის აკომპანიმენტით ასრულებენ. ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა იავნანა ანუ „მეგრული ნანა“. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ იდუმალი სიტყვები „ნანა ნანინა“, რომლებიც სიმღერის ტექსტს რეფრენად გასდევს, წინაქრისტიანული ხანის ზაფხულის ქალღმერთის სახელს წარმოადგენს. სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ თავისებურებად ითვლება მეგრული სახლები. XX საუკუნისთვის სამეგრელოში ორი განსაკუთრებული ტიპის სახლი - ჯარგვალი და ოდა - ჩამოყალიბდა. ჯარგვალი ფანჯრო ხის ქოხს წარმოადგენს, რომელიც გაყოფილი მორებისაგან შენდება; სინათლე სახლში ღია კარიდან შემოდის, ხოლო მთავარი ოთახის შუაგულში კერიაა მოთავსებული, რომლის წყალობითაც ზამთარში მთელი სახლი თბება. კერია აგრეთვე წმინდა ადგილად ითვლება, რომელიც სამყაროს სამ შრეს – ზეცას, დედამიწასა და ჯოჯოხეთს განასახიერებს. ოდა საცხოვრებელი სახლის გავრცელებული სახეობაა, რომელიც ასევე ხისგან აიგება. მთელი შენობა ხის ბოძებს ეყრდნობა; ეს ნიშანდობლივია იმ რეგიონებისათვის, სადაც ხშირი წყალდიდობები მოსახლეობას აიძულებს, თავიანთი საცხოვრებელი სახლები მიწის დონიდან გარკვეულ სიმაღლეზე აღმართონ. ოდის კიდევ ერთ სახასიათო დეტალს წარმოადგენს უხვად მოვარაყებული ხის აივნები, რომლებიც ოდის ფასადსა და უკანა მხარეს ამშვენებს. აივნების სვეტებისა და თაღების ორნამენტები, როგორც წესი, მცენარეულ მოტივებს შეიცავს. დღეს არც ისე ხშირად შევხვდებით ტრადიციულ მეგრულ სახლებს, რადგან საშენი მასლა - ხე, შეცვალა აგურმა, მისი გამძლეობისა და დაბალი ფასის გამო. თუმცა იმ ტრადიციული ელემენტებს რაც მეგრულ სახლებს ახასიათებს - აივნები, სვეტები და ბუხრები დღესაც შევხვდებით სამეგრელოში.
#სამეგრელო
#კულტურა
#ენა
#სიმღერა
#მეგრულისახლები
#ოდა
#ჯარგვალი
#zugdididaily
0