თოვლი და ქარბუქი - როგორი ამინდია კვირის ბოლოს
Tbilisi Daily
ახლოეს დღეებში საქართველოს მთიან რეგიონებში მოთოვს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით.
ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ძლიერი ნისლი, მაღალმთიან ზონაში - ქარბუქი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.