ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა) - სამოთხე დედამიწაზე.

0
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა) - სამოთხე დედამიწაზე. სამეგრელო ულამაზესი ადგილებით გამოირჩევა, მათ შორისაა ტობავარჩხილი - ტბა საქართველოში. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ტობავარჩხილამდე მიმავალი გზაც ისეთივე უნიკალურია როგორიც ეს ტბა. აქ ერთდროულად შეგიძლიათ წააწყდეთ მღვიმეებს, მინერალურ წყლებს, ხავსიან მასივებს, აგრეთვე, ალპურ ტბებსა და ჩანჩქერებს.რაც უფრო მაღლა მიიწევთ, გარემო მით უფრო ლამაზი ხდება, ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სიმწვანე მატულობს, და იგრძნობა ველური ბუნების სილამაზე. ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდ ტბის დანაახვა შესაძლებელი იმ ულამაზესი გზის განვლის შემდეგ, რაც ზევითაა ხსენებული. ლეგენდა არსებობს, რომლის თანახმადაც ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩება. ორკილომეტრიანი მყინვარის გადალახვის შემდეგ წინ თვალწარმტაცი სანახაობა იშლება: ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით დიდებული ჩე გვალა (თეთრი მთა) მოჩანს, ეს ერთადერთი მხარეა, საიდანაც ტობავარჩხილს მთები არ ეკვრის და ისიც, თითქოს დრო იხელთაო, ჩანჩქერად ეშვება უფსკრულში. სხვა ყველგან სალი კლდეები აღმართულან. ამ საოცრებას ცაშკიბული აგვირგვინებს. მისი ანარეკლიც კი ტბაში იმდენად დიდებულია, რომ ყველას მოახრევინებს ქედს. შეუძლებელია ამ ტბის დანახვისას ვერ აღიქვა ის სილამაზე რაც იქ დაგხდვდება.
#ტობავარჩხილი
#სამეგრელოზემოსვანეთი
#წალენჯიხა
#ლეგენდა
#ვერცხლისტბა
#ბუნება
#ჩანჩქერები
#ხედები
#zugdididaily
0