ხვალ დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს
Tbilisi Daily
ასტეროიდი 2011 ES4, რომლის დიამეტრი 22-დან 49 მეტრამდეა, პირველ სექტემბერს დედამიწას ჩაუფრენს.
ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ვებგვერდზე გავრცელდა.
გავრცელებული ცნობით, ის დედამიწას 121 000 კილომეტრის მოშორებით ჩაუვლის, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილზე ორჯერ ნაკლებია.
როგორც Business Insider-ი წერს, შემდეგში ასეთ მანძილზე დედამიწას ასტეროიდი 2008 DB მოუახლოვდება და ეს 2032 წელს მოხდება
#მეცნიერება
#ახალიამბები