ბათუმში უფასო პისიარ ტესტირებისთვის ორი კარავი განთავსდება - კოლონადებთან და აჭარული სახლის მიმდებარედ 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ბათუმში უფასო პისიარ ტესტირებისთვის ორი კარავი გაიშლება - ბულვარში კოლონადებთანდა აჭარულისახლის მიმდებარედ. რაც შეეხებაქობულეთს - სპეციალისტები აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის ტერიტორიაზე იმუშავებენ. კორონავირუსზეკვლევის ჩატარებანებისმიერი მოქალაქეს შეეძლება, პასუხს კი 24 საათის განმავლობაში საკონტაქტო ნომერზე აცნობებენ. ნინო ნიჟარაძის თქმით, გაფართოებული ტესტირების ჩატარება, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დაფიქისრდა ერთეული შემთხვევა, რომლის პირველწყაროჯერ დადგენილი არ არის. ''აქამდე ცხელებისა და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ვახორციელებდით ტესტირებას, მაგრამ ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა ისეთი პაციენტისა, რომლის ინფიცირების წყარო ვერ იქნა დაზუსტებული, მიზანშეწონილად ჩაითვალა გაფართოებული ტესტირების ჩატარება. სამ ლოკაციაზე ნიმუშის აღება შეეძლება ნებისმიერმსურველს. სპეციალისტები სავარაუდოდ 17:00 საათიდან და 22:00საათამდე იმუშავებენ. ეს პირველადი მონაცემია და შეიძლება დრო შეიცვალოს. სანამ აქტიური ტურისტული სეზონია ამ დიაგნოსტიკას გავაგრძედელებთ. ეს ტარდებაიმისთვის, რომ მოსახლეობისათვის დასვენება იყოს უსაფრთხო. ყველა შესაძლო შემთხვევა იყოს იდენტიფიცირებული'' - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.