„კარგი გოგოა (ბიჭია). უარს არ გეტყვის“ – ანა ღვინიანიძე, აზრები

0
არსებობს უარი უარზე. როდესაც ჩემთან ურთიერთობაზე უარს მეუბნებიან და უარის მიღება არ მინდა, ვთვლი, რომ უარი აუცილებლად, ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობდა ჩემი პიროვნული ან გარეგნული მახასიათებლისგან. მაგალითად, საკმარისად ლამაზი არ ვარ (?) იქნებ, ამიტომ მითხრეს უარი? ჩემი შეყვარება შეუძლებელია (?) ალბათ, ამიტომ. საკმარისად ჭკვიანი არ ვარ (?) ალბათ, ამიტომ. იქნებ, რაიმე დავაშავე (?) ალბათ, ამიტომ. რატომღაც, უარი ჩემს უარყოფად აღიქმება და ჩემი ქცევები ემსგავსება უარის მუდმივ უარყოფას. ვერ ვვარაუდობ, ვერც კი ვუშვებ, რომ უარი სხვა, ჩემი კონკრეტული მახასიათებლისგან დამოუკიდებელი გარემოებებით იყოს განპირობებული. უარის მთქმელისადმი წინააღმდეგობრივი ემოციების მიუღებლობა მანამ გრძელდება, სანამ უარის კომპლექსურ ბუნებაზე არ დავფიქრდებით. „კარგი გოგოა (ბიჭია). უარს არ გეტყვის.“ ერთი მხრივ, ადამიანი, რომელიც ყველა შეთავაზებაზე ან თხოვნის შესრულებაზე თითქმის ყოველთვის უარს ამბობს, აღიქმება პიროვნებად, რომელთან ურთიერთობის დამყარების მცდელობა უშედეგოა. დროთა მანძილზე, ასეთ ადამიანთან ურთიერთობა წყდება. მეორე მხრივ, უკიდურესად დამყოლი ადამიანები, მათ მისაღებ გადაწყვეტილებებზე, ხშირად, სხვა ადამიანებს აკისრებენ პასუხისმგებლობას, რაც ირგვლივმყოფებში საგრძნობ გაღიზიანებას იწვევს. მათში უარის თქმა იმდენად ძლიერ შფოთვას აღძრავს, რომ ხშირად ირჩევენ ისეთ გზებს, როგორიცაა: დამატებითი, შემაწუხებლად აღქმული თხოვნის უპასუხოდ დატოვება. მათთან დაკავშირების მცდელობა კი მათი მხრიდან გამოხმაურების გადავადებით სრულდება, რაც, თავის მხრივ, მათთვის უპასუხისმგებლო ადამიანის იარლიყის მიკუთვნებით მთავრდება. სასიამოვნოა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც ზომიერად გამოხატული დამყოლობა ახასიათებს. ხშირად, კარგი გოგოს და კარგი ბიჭის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, უარის უთქმელობის შედეგად დაგროვილი თხოვნების შესრულებისთვის და შემოთავაზებებით სარგებლობისთვის არც დრო გვრჩება, არც სურვილი და არც ძალისხმევა. უარი ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს შეზღუდული დრო და შესაძლებლობები. ამ დროში და შესაძლებლობის საზღვრებში რისი გაკეთებაც ხარისხიანად შემიძლია, სიამოვნებით… ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი
#კარგიგოგოაუარსარგეტყვის
#ანაღვინიანიძე
#ფსიქოლოგია
Tbilisi
0