კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დაფიქსირდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა. „გამოვლინდა 527 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: საბედნიეროდ შემცირდა აჭარაში რაოდენობა, სადაც დღეს არის 190 შემთხვევა, თბილისში - 179 , იმერეთში - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში - 10, მცხეთა - მთიანეთში - 3, გურიაში - 3, კახეთში - 11, სამცხე- ჯავახეთშუი - 1“, - განაცხადა ენდელაძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.