კრეტას ძლიერმა შტორმმა გადაუარა

Tbilisi Daily

საბერძნეთის კუნძულ კრეტას ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ რაიონებში წყალდიდობის გამო დაიტბორა სახლები, მაღაზიები და სანაპიროები. მოვარდნილმა ნიაღვარმა კი მანქანები გაიტაცა, რომელთა ნაწილი წყლის ნაკადმა ზღვაში ჩაიტანა. როგორც ცნობილია, მაშველებმა 18 ადამიანი გადაარჩინეს და მოსახლეობას, აგრეთვე, დატბორილი სახლებიდან გამოსვლაში ეხმარებოდნენ.