"მდუმარე" დეპუტატის გავლენები მარნეულში

0
"აი ფაქტი" - გამომძიებელმა ჟურნალისტების გაერთიანებამ მარნეულელ მაჟორიტარ დეპუტატზე, თამაზ ნავერიანზე, საგამოძიებო მასალა მოამზადა. მასალაში წერია რომ, "ოთხი წელია თამაზ ნავერიანი პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარია და კანონშემოქმედებითი აქტივობით ვერ დაიკვეხნის. 2018 წელს ის “მდუმარე” დეპუტატების სიაში მოხვდა. 49 პლენარული სხდომიდან სიტყვის უფლება არც ერთხელ გამოუყენებია. ნავერიანი იმ დეპუტატების რიგში იყო, “ქართულ ოცნებას” რომ “აუმხედრდნენ” და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ". პროპორციული არჩევნების მოწინააღმდეგე ნავერიანი "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში ვერ მოხვდა. მისი საპარლამენტო 4 წლიანი საქმიანობა 2020 წელს დასრულდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#დეპუტატები
#მარნეული
#მერია
#MarneuliDaily
0