Post

Tbilisi Daily

მოდის ევოლუცია საქართველოში. მე-20 საუკუნეს ხშირად რევოლუციურ ეპოქადაც მოიხსენიებენ, სხვადასხვა სფეროში მომხდარი მასშტაბური ცვლილებების გამო. ერთ-ერთ ასეთ სფეროს განეკუთვნება მოდაც. საქართველოში, მოდის ტენდეციების ცვლა, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. ქართულ ტრადიციულ სამოსს, ნელ-ნელა ევროპული სტილის სამოსი ანაცვლებს. ზემოთხსენებულის ამოღების მიუხედავად, მისი ელემენტები ახალ სტილშიდაც შეინიშნება. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოდაში უკვე ჯემპრები, მაღალწელიანი შარვლები და ქვედაბოლოები შემოდის. ამავდროულად ქალთა ჩაცმულობის მხრივ კაბის სიგრძე, კაცების შემთხვევაში კი შარვლის ზომა ვიწროვდება. ეს მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მოვლენა იყო. მე-20 საუკუნის საქართველო ნაკლებად განებივრებული იყო ცნობილი დიზაინერებით. განსხვავებული სიტუაციაა დღეს. თბილისში უკვე ბევრი დიზაინერია, რომლებმაც არამარტო ადგილობრივი მასშტაბით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს. ახლა, რაც უფრო განსხვავებულსა და ორიგინალურ პროდუქტს სთავაზობ მომხმარებელს, მით მისაღებ დიზაინერად ითვლები. მიუხედავად ამისა, დახვეწილი, გლამურული სამოსი აქტუალურობას ჯერ კიდევ არ კარგავს. დღევანდელი მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტია. ირჩევენ იმას, რომელშიც თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. ამავე დროს, საზოგადოების ნაწილისთვის სულ უფრო მისაღები ხდება სპორტული და კლასიკურ სტილის შერწყმა. მიუხედავად იმისა, რომ კაბა დამოკლდა, ამერიკული ჯინსები დაიხა და მოდაში ნათელი, ბრჭყვიალა ფერები შემოვიდა, მოდის ტენდენციებზე მე-20 საუკუნის გავლენა მაინც საგრძნობლად დიდია. ძველი კლასიკა თანამედროვეობას ყოველდღიურად , განახლებული ფორმით უბრუნდება. #თბილისი #მოდა #მე20საუკუნე #ტენდენციები #სიახლეები #ქუჩისსტილი #tbilisidaily #opinion