ისააკ ნიუტონის უდიდესი გამოგონებები კარანტინის რეჟიმში შეიქმნა

0
?1665-1666 წლებში, ლონდონში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. ამ დროს ისააკ ნიუტონი ჯერ არც ცნობილი მეცნიერი იყო, არც “სერი” და მითუმეტეს არ პატივსაცემი პარიკი ჰქონდა მორგებული. ის კემბრიჯში, ტრინიტი კოლეჯის სტუდენტი იყო. ისევე როგორც დღეს, ყველაზე ძლიერი იარაღი ეპიდემიის წინააღმდეგ, სოციალური დისტანცირება და კარანტინი იყო. დაწესებულებათა შორის, რომელიც ეპიდემიის პერიოდში დაიკეტა, კემბრიჯის უნივერსიტეტიც იყო. სტუდენტები, სახლში, თვითიზოლაციაში გაუშვეს. მათ შორის 23 წლის ისააკ ნიუტონიც. ნიუტონის ოჯახს სოფელში საკუთარი ფერმა ჰქონდა, ისააკმა თან წიგნები, ჩანაწერები და სხვადასხვა სახის ხელსაწყოები წაიღო. სახლში ყოფნისას მომავალმა მეცნიერმა მოიწყო პატარა კაბინეტი, შემდეგ კი ცარიელი ფურცლები იდეებითა და გამოთვლებით გაავსო. ყოველდღიური ცხოვრების საზრუნავების არარსებობის გამო, მისმა კრეატიულობამ საგრძნობლად იმატა. ზუსტად მაშინ აღმოაჩინა ნიუტონმა დიფერენციალური აღრიცხვა და ინტეგრალი კალკულუსი — მოდელები, რომლებსაც დღეს იყენებენ მეცნიერებაში, საინჟინრო მეცნიერებაში, ეკონომიკაში და სხვა სფეროებში. ნიუტონმა სახლში გატარებული დროის განმავლობაში— დაახლოებით 1666 წელს შეიმუშავა და 1667 წელს გამოაქვეყნა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელშიც აღწერა გრავიტაციული ურთიერთმოქმედება კლასიკური მექანიკის პირობებში. National Trust-ის ცნობით, ნიუტონმა ვულსთორფის სახლში საკმაოდ დიდი დრო, 1665 წლის ზაფხულიდან 1667 წლის გაზაფხულამდე დაჰყო. სოფელი მან მხოლოდ შავი ჭირის ეპიდემიის დასრულების შემდეგ დატოვა. სახლში ყოფნისას ნიუტონმა გაატარა ყველაზე პროდუქტიული წლები, ცნობილი, როგორც ნიუტონის "სასწაულების წლები“.
0