კვირაში ორი დღე ავტომობილების გარეშე - მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებით დანერგილი პრაქტიკა

0
ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს, საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, რომლის მოქმედების ფარგლებში სახელმწიფომ შეძღუდვები დააწესა ქალაქებს შორის მანქანით გადაადგილებაზე. მოგვიანებით, ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაც აიკრძალა. შეზღუდვების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში თბილისსა და მთელს საქართველოში უკვე შეინიშნებოდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება. განსაკუთრებით შემცირდა აზოტის დიოქსიდის შემცველობა. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მსგავსი აკრძალვა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა დიდი ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონემ იკლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა ინიაციტივით, რომ დაწესებული რეგულაციების გაუქმების შემდეგ შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აიკრძალოს. იმოძრავებს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანმა გადაადგილება შეძლოს. კალაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს იმ გაუმჯობესებული მონაცემების შენარჩუნებას ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რაც ახლა არის. აღსანიშნავია, რომ სტატისტუკური მონაცემების თანახმად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება. 2016 წელს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება. ამასთან, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა, არა მარტო ჰაერის დაბინძურება, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვიც მცირდება. სტატსიტიკის თანახმად მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის საქართველოშიც. 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა ხოლო საგზაო შემთხვევები 9, 5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 2019 წლის ოთხივე კვარტალში იზრდებოდა. უწყების ინფორმაციით, სულ 43 970 ავარია მოხდა. დაიღუპა 481 ადამიანი, 7 921 კი დაშავდა. რაც შეეხება დედაქალაქში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, თბილისში 2019 წელს წინა წელთან შედარებით დაღუპულ პირთა რიცხვი 10 %-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევები 8%-ით, დაშავებულობა კი 11%-ით შემცირდა. ამასთან, მსუბუქი ავტომობილით გადაადილების აკრძალვა ხელს შეუწყობს ადამიანების  ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებას. მოქალაქეები გადასაადგილებლად გამოიყენებენ ისეთ ჯანსაღ სატრანსპორტო საშუალებებს, როგორიცაა ველოსიპედი, სკეიტბორდი, ფოვერბორდი, თვითმგორავი ე.წ. , , სამოკატი სკუტერი“. ახლა კი განვიხილოთ, რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც აღნიშნული პრაქტიკა წამატებით დაინერგა და კარგი შედეგიც გამოიღო. დანია, კოპენჰაგენი - მთელი ქალაქი 320 კილომეტრი ველობილიკით არის დაფარული. დღეისთვის ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სამსახურში ველოსიპედებით გადაადგილდება. ევროპაში კერძო ავტომობილების მფლობელთა რაოდენობით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. კოპენჰაგენი აპირებს ააშენოს ახალი ველობილიკები, რომელიც ქალაქის გარეუბნებს ცენტრათან დააკავშირებს. ბრიუსელი, ბელგია -ამ ქალაქის ცნტრალურ ნაწილში უკვე რამდენიმე წელია აკრძალულია ავტომობილების მოძრაობა(ცენტრალურ მოედანზე და რიუ ნევიზე). კოპენჰაგენის შემდეგ ეს გახლავთ ყველაზე დიდი ტერიტორია ავტომობილების გარეშე. 2002 წლიდან ბრიუსელში მუდმივად იმართება აქცია, -"მობილურობის კვირა", სადაც უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ენიჭება. 2018 წლიდან ბელგიაში აიკრძალა 1998 წლამდე გამოშვებული დიზელზე მომუშავე ავტომობილებით გადაადგილება. მეხიკო, მექსიკა - ქალაქის ხელისუფლებამ შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კვირაში ორი სამუშაო დღე გარკვეულ ავტომობილებს მოძრაობა ეკრძალებათ (შერჩევა ნომრების მიხედვით ხდება). ამასთანვე თვეში ერთხელ, შაბათ დღეს ყველას ეკრძალება მანქანით მოძრაობა. შეზღუდვა შეეხო თითქმის 2 მილიონ ავტომობილს. მსგავსი აკრძალვები მოქმედებს მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ლონდონი, მადრიდი, ბრიუსელი და სხვა. შედეგიც ძალიან კარგი და მისაღებია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა ადამინებმა გადავარჩინოთ საკუთარი და სხვების სიცოცხლე.
#მსუბუქიავტომობილები
#გადაადგილება
#ინიციატივა
#თბილისი
#მსოფლიოსდიდიქალაქები
#tbilisidaily
0