0
მე დავიბადე 2004 წლის 13 თებერვალს. სკოლაში რომ შევედი 6 წლის ვიყავი, თავიდან არ მიყვარდა მაგრამ მერე ნელ ნელა მივეჩვიე და მეგობრებიც გავიჩინე. დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი როცა ლექსების წერა დავიწყე და ამ საქმემ ძალიან გამიტაცა. 11 წლისამ უკვე ვცადე მოთხრობები დამეწერა და გამომდიოდა კიდეც. გადავედი ზღაპრების და ჩანახატების წერაზე. მქონდა 1წლიან პაუზა და არც მიცდია რამის დაწერა. გამოცხადდა კონკურსი ნამუშევრებზე სადაც შემეძლო ჩემი ნებისმიერი მოთხრობა თუ ჩანახატი წარმედგინა.ჩემდა გასაკვირად 1 ადგილი ავიღე და პრიზიც მივიღე, არადა მეგონა რომ ჩემი მოთხრობა ბოლო ადგილზე გავიდოდა.ამის შემდეგ უფრო მომეცა იმის მოტივაცია, რომ მეტი და მეტი დამეწერა. ძირითადად სულ ბავშვური მოთხრობები მქონდა ახლა კი გადავწყვიტე ცოტათი სტილი შევცვალო და ზრდასრული ადამიანივით გამართული და ჩამოყალიბებული მოთხრობა დავწერო, რომელიც შესაძლოა ახლო მომავალში წიგნის სახით გამოვცე სახელით- უცნაური სიყვარული (Strange Love)❤
0