რატომ Feedc Edu?

0
ნიკუშა სირაძე, 14 წლის, მანავის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გამარჯობა ნიკუშა! პირველ რიგში წარმოგვიდგინე შენი თავი, სად სწავლობ და თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული? გამარჯობა! მე ვარ ნიკუშა სირაძე, ვსწავლობ მანავის საჯარო სკოლის IX კლასში. თავისუფალ დროს ვარ დაკავებული ონლაინ სწავლებით რომელიც არაფორმალურია და მეხმარება ჩემი მომავალი პროფესიისთვის საჭირო ცოდნის გაღრმავებაში, მას შემდეგ კი ვერთობი ვიდეო თამაშებით მეგობრებთან ერთად. ასევე ვაქტიურობ Feedcზეც (რედაქტორის დირექტივა: იგულისხმება აპლიკაცია Feedc, და არა Feedc Edu) და ვეხმარები ხალხს თემატური პოსტებით კარანტინის პერიოდის საინტერესოდ გატარებაში. გაგიადვილა თუ არა პლათფორმამ ონლაინ გაკვეთილზე დასწრება? Feedc ის აქამდეც აქტიურად ვიყენებდი და ძალიან გამიხარდა როცა მათი ახალი პლათფორმის შესახებ გავიგე. Feedc Edu ჩემთვის ბევრად მარტივია ვიდრე სხვა პლათფორმები, შესაბამისად ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება ძალიან გამიადვილდა. მიხარია რომ შესაძლებელია გაკვეთილის ჩანაწერის ნახვა, რადგან ხშირია ჩემ შემთხვევაშიც მომენტები როდესაც მასწავლებლის დათქმულ დროს ვერ ვახერხებ გაკვეთილზე შესვლას. სასიამოვნოა ისიც რომ Feedc Edu პირველი ქართული ონლაინ სწავლების პლათფორმაა! როგორ მიმდინარეობს გაკვეთილების პროცესი? გაკვეთილის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, ვუსმენთ მასწავლებელს და ჩათის მეშვეობით ვუსმევთ კითხვებს. ხშირია ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის შემთხვევებიც. როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს შანსი არ ჩავარდეს სასწავლო პროცესი? ჩემი აზრით Feedc Edu ს დახმარებით სასწავლო პროცესს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება, მთავარია მონდომება და უმარტივესად შეძლებენ მასწავლებლები გაკვეთილების ჩატარებას. თქვენ როგორც მოსწავლე რას ისურვებდით რომ დაემატოს პროგრამას? ვისურვებდი ჩათში უფრო მეტი სიმბოლოს დაწერის შესაძლებლობას. უფრო კარგად შევძლებდით მათემატიკის, ფიზიკის და ქიმიის კითხვების ტექსტის სახით პასუხს. პროგრამა თქვენთვის და თქვენი კლასელებისთვის რამდენად მოსახერხებელია? პირადად მე უპრობლემოდ ვიყენებ. საიტზე ყველა ფუნქციას ქართული შესატყვისი აქვს, აღნიშნული კი პლათფორმას უფრო მარტივს ხდის. მინდა ვაღიარო რომ UI & UX დიზაინერებმა შეძლეს და ჯამში საკმაოდ მოსახერხებელი დიზაინი შექმნეს. მოსწავლეებმა რამდენად აუწყვეთ ფეხი დღევანდელ რეალობას? მომავალი ტექნოლოგიებისკენ მიდის, შესაბამისად აუცილებელია მცირედი შეხება მაინც გვქონდეს ციფრულ სამყაროსთან. ვცდილობთ მივყვეთ ჩვენს გზას და ვისწავლოთ უფრო მეტი მომავლისთვის. შესაძლებელია თუ არა პროგრამის გამოყენება გახდეს მუდმივი? (მაგალითად თუ ბავშვი ვერ მოდის გაკვეთილზე) სრულიად შესაძლებელია, თუმცა მუდმივი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სკოლების საჭირო ტექნიკით მომარაგება და ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნებოდა გაკვეთილის ჩატარების პროცესი მითუმეტეს ამ ძალიან კარგი პლათფორმის საშუალებით.
#feedcedu
#feedc
#ონლაინგაკვეთილი
0