კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული

Tbilisi Daily

კალიფორნიაში მასიურ ტყის ხანძარს ებრძვიან, რის გამოც ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთ ნაწილიდან 8 000-მდე ადამიანია ევაკუირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხანძარი Cherry Valley-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ ბიუმონტთან ახლოს გაჩნდა და დაახლოებით 8 302 ჰექტარ ტერიტორიას მოედო. ხანძარს 1 300-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. აშშ-ის სატყეო სამსახურის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ხანძარი უხეშ რელიეფზეა გავრცელებული, მეხანძრე-მაშველებს მასთან გამკლავება უჭირთ. „არ გვსურს, მეხანძრე-მაშველები სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,“- განაცხადა სატყეო სამსახურის პრესსპიკერმა ლიზა კოქსმა.