წალენჯიხის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი ანდრია კემულარია

0
ერთი წლის წინ, 2019 წლის 15 აპრილს დაიწვა პარიზის ღმთისმშობლის ტაძარი. გონიერი ადამიანები, რა თქმა უნდა არ აღიქვამდნენ ამას რიგით და შემთხვევით მოვლენად და მოსალოდნელი უბედურებების მაუწყებლად მიიჩნევდნენ. გავიდა წელიწადი. დღეს ევროპის ქუჩები და მოედნეები დაცლილია. შიშს, პანიკასა და გაურკვევლობას მოუცავს ხალხი. არც იცის ვინმემ, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და როგორი იქნება სამყარო ამ განსაცდელის შემდებ. 30 წელზე მეტია, რაც ჩვენს ტაძარში განახლდა ღმრთისმსახურება. კომუნისტების მერე, გვექნება პირველი აღდგომა, როცა არ აღსრულდება ღამისთევის მსახურება. თითქოს ჟამთასვლა შემობრუნდა. დღესასწაულთა დღესასწაულზე მრევლს ვერ ექნება საეკლესიო წესისაებრ ლოცვისა და მსახურებისა შესაძლებლობა. ეკლესია არ არის სატელევიზიო თეატრი, მიუჯინო მორწმუნე და „სულიერ ლიტურგიას“ დაასწრო. ავისმომასწავებელი ნიშანია! „თვინიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (ინ.15:5), ‒ ბრძანებს მაცხოვარი. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რათა ეკლესია ჩამორჩენილ, მავნებლურ და შესაზღუდ ინსტიტუტად წარმოეჩინათ. ამ საქმეში არც ეკელსიის შიგნით არსებულმა მეამბოხეებმა დაიშურეს ძალღონე. შედეგსაც ვხედავთ. დადგა დრო, როცა თითქმის არ ღირს ერში რამეზე საუბარი, ‒ მოჯადოებულ აზროვნებას ვერ გაარღვევ. იმედი გვაქვს, დილით მაინც მოხერხდება მსახურება. ქრისტეანთა სულებში აღდგომის სიხარული მაინც იქნება. მადლობა ღმერთს ყვეალფრისათვის! #წყარო: დეკანოზ ანდრია კემულარიას ფეისბუქის გვერდი.
0