პოლიციამ ლგბტქ დროშა ჩამოახსნევინა, რათა სიტუაცია არ დაძაბულიყო - სესიაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143621 პოლიციამ ლგბტქ დროშა ჩამოახსნევინა, რათა სიტუაცია არ დაძაბულიყო - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ხოლო დაძაბულობის პრევენცია პოლიციელის კანონიერი ვალდებულებაა. "რაც შეეხება სხვა მსგავსი ტიპის აქციებს და პროცესებს, თუ დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები, თავისთავად ცხადია, სახელმწიფო იქნება კანონის და კონსტიტუციის დამცველი. თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ წლების განმავლობაში, სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეთა უფლებები. სხვა შემთხვევაში, ჯაჭვიც გამოგვიყენებია და სხვა საშუალებებიც გამოგვიყენებია. დღესდღეობით არის საგანგებო მდგომარეობა და მისი მიხედვით ვმოქმედებთ პოლიციის ქმედება ეფუძნებოდა პრევენციას, რომ არ მომხდარიყო სიტუაციის გართულება და დაძაბვა, მათი ადგილზე შეფასების დროს არის მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს პოლიციელის კანონიერი მოქმედებაა", - თქვა სესიაშვილმა.