Balkan Insight: პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო
Headline
პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, 10 მაისს, ქვეყანაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება.
კაჩინსკისა და მისი კოალიციის პოლიტიკური პარტნიორის, გაერთიანება „შეთანხმების“ ლიდერის იაროსლავ გოვინის გეგმის მიხედვით, 10 მაისის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ არჩევნების ჩატარება ბათილად უნდა გამოაცხადოს.
მანამდე, პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა ტომაშ გროდსკიმ, კორონავირუსული პანდემიის გამო, ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გადადებისკენ მოუწოდა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
წყარო: POLAND POSTPONES PRESIDENTIAL ELECTION (07.05.2020), www.balkaninsight.com
#coronavirus
#Poland
#elections
#postponed
#headline